დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლისა და თემურ ფიფიას ქუჩების კვეთაზე არსებული სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული ფილები, განათების სისტემა, განთავსდება საპარკე ფურნიტურა, აღდგება და, ასევე, დაემატება საბავშვო ატრაქციონები, ტერიტორია შემოისაზღვრება დეკორატიული მოაჯირით და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
ამ ეტაპზე დასრულებულია სადენების მონტაჟი და მიმდინარეობს ბორდიურის მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული ტერიტორია 1600 კვ.მ ფართობს მოიცავს და მისი რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 196 665 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არაგვი ბიზნეს ჯგუფი+“ ახორციელებს.
მოსასვენებელ სივრცეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.