სოზარ სუბარი: რამდენიმე წლის წინ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მოვისმინეთ არაერთი მკაცრი განცხადება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო ძალიან უსამართლო განცხადებები

სოზარ სუბარი: რამდენიმე წლის წინ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მოვისმინეთ არაერთი მკაცრი განცხადება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო ძალიან უსამართლო განცხადებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ, როცა „რუსთავი 2“-ის საქმეზე დადგა საქართველოში განაჩენი, დასავლელი პოლიტიკოსებისგან, ევროპარლამენტის წევრებისგან მოვისმინეთ არაერთი მკაცრი განცხადება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო ძალიან უსამართლო განცხადებები. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, რამდენიმე წლის წინ, როცა „რუსთავი 2“-ის საქმეზე დადგა საქართველოში განაჩენი, დასავლელი პოლიტიკოსებისგან, ევროპარლამენტის წევრებისგან მოვისმინეთ არაერთი მკაცრი განცხადება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო ძალიან უსამართლო განცხადებები. ერთმა პოლონელმა ევროპარლამენტარმა პირდაპირ დასდო ბრალი საქართველოს ხელისუფლებას თავისუფალი სიტყვის ჩახშობისა და ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბების მცდელობაში. თუმცა ძალიან მალე ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა ევროპულმა სასამართლომ: მათ თქვეს, რომ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებით ​აღდგა სამართლიანობა და საკუთრება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ უკანონოდ წაართვა ქიბარ ხალვაშს, დაუბრუნდა თავის მესაკუთრეს. ასეთი იყო მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპუ​ლი სასამართლოს გადაწყვეტილება და ზუსტად იგივე იქნება დღესაც.​როდესაც საელჩოებზე ვამბობ, რომ ისინი შეიძლება ცოტა ჩქარობენ, გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება შეგნებულადაც ხდებოდეს და ეს იყოს მათი პოზიცია - ამასაც ნუ გამოვრიცხავთ“, - აცხადებს სუბარი.