სოზარ სუბარი ღარიბაშვილი-სტოლტენბერგის შეხვედრაზე: სირცხვილია, როცა ასეთ თემებზე ასეთ სპეკულაციებს აქვს ადგილი ოპოზიციის მხრიდან

სოზარ სუბარი ღარიბაშვილი-სტოლტენბერგის შეხვედრაზე: სირცხვილია, როცა ასეთ თემებზე ასეთ სპეკულაციებს აქვს ადგილი ოპოზიციის მხრიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის სავარაუდო გადადების მიზეზი არ უკავშირდებოდა პოლიტიკას. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის სავარაუდო გადადების მიზეზი არ უკავშირდებოდა პოლიტიკას. ეს ეხებოდა ყველა შეხვედრას, რომლებიც, სავარაუდოდ, უნდა გადადებულიყო სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. თუმცა შემდეგ მან მოახერხა ამ შეხვედრის ჩატარება. სირცხვილია, როცა ასეთ თემებზე ასეთ სპეკულაციებს აქვს ადგილი ოპოზიციის მხრიდან. არ შეიძლება ყველაფერი წუთიერი ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოიყენო, მით უმეტეს, როდესაც ძალიან მალე ყველაფერს ფარდა აეხდება ხოლმე. ისინი მაინც ვერ ითმენენ - ერთხელ რომ კამერასთან წაიკეკლუცონ, ამისთვის ყველაფერს კადრულობენ. დღეს, როცა მსოფლიოს არქიტექტურა თავიდან ყალიბდება, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრა და რაღაცაში მაინც უნდა ვაჩვენოთ ხოლმე ერთიანობა“, - განაცხადა სუბარმა.