ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული არმია უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე განცდილი მარცხის კომპენსირებას ცდილობს, მაგრამ ეს უშედეგო იქნება

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული არმია უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე განცდილი მარცხის კომპენსირებას ცდილობს, მაგრამ ეს უშედეგო იქნება

„აზოვსტალიდან“ სამხედროების გადარჩენის ოპერაციასა და მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივაზე უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი სატელეფონო საუბარი ფრანგ კოლეგასთან გამართა.

„ხანგრძლივი და შინაარსიანი“ დიალოგისას უკრაინისთვის საწვავის მიწოდების საკითხი და საფრანგეთისგან თავდაცვითი მხარდაჭერა განვიხილეთ, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი. ამასთან, ღამით გავრცელებული ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ომის 83-ე დღის შედეგები შეაჯამა.

„წინააღდეგობის 83-ე დღე რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი დარტყმებით დაიწყო. სარაკეტო იერიში მიიტანეს ლვოვზე, ასევე, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებზე. საავიაციო ცეცხლის ქვეშ მოქეცა ლუგანსკის ოლქი. ამით რუსული არმია უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებზე განცდილი მარცხის კომპენსირებას ცდილობს, მაგრამ ეს უშედეგო იქნება. ისინი ვერ მოიგებენ, მით უმეტეს, რომ ჩვენი ძალები უფრო ძლიერდებიან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.