„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - ბასა ჯანიკაშვილის ტრენინგი მედიააკადემიაში   

„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - ბასა ჯანიკაშვილის ტრენინგი მედიააკადემიაში   

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი „როგორ მოვძებნოთ მთავარი გმირი?“ ჩაატარა. ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში, ჟურნალისტებმა დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილთან ერთად იმუშავეს. ტრენინგი  თანამედროვე მედიის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხებოდა, როგორიცაა ამბის დრამატურგია და ამბის თხრობის თანმიმდევრობის განსაზღვრა. 

როგორ ვაქციოთ ამბავი ისტორიად, ასევე, როგორ მოვახდინოთ ამბის სხვადასხვა რაკურსით გაშლა და მისი კრიტიკული ანალიზი - სწორედ  აღნიშნულ საკითხებზე მიიღეს ცოდნა და ინფორმაცია ჟურნალისტებმა.  

ტრენინგი თეორიულის გარდა, პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა გააანალიზეს მოვლენები, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს, თუმცა მათ გარეშე არ იქმნება სრული სურათი. ჟურნალისტებმა პრაქტიკული მაგალითების მიხედვით გაარჩიეს, თუ როგორ უნდა გააშუქონ საინტერესოდ ამბავი. ასევე განიხილეს რა კავშირი და მნიშვნელობა აქვს მომხდარ ახალ ამბავთან ამავე ამბის წინა ისტორიას და როგორ უნდა განისაზღვროს მომავლის დრამატურგია.