ირაკლი კობახიძე: სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი

ირაკლი კობახიძე: სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი

სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„უსათუოდ უნდა გამოვეხმაუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, არამედ ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა. შესაბამისად, სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი.

სამართლის უზენაესობის გარეშე კი, ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვერც ისე და ვერც ასე ვერ გავხდებით. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა კობახიძემ.

amo მაგალითად: ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქეთევან ჩაჩავა - ნიკა გვარამიას საქმეზე გამოცხადებული განაჩენი დარტყმის ქვეშ აყენებს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპს - კანონის უზენაესობას
"არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ საბოლოოდ მოკლას დემოკრატია" - ოთხი ტელეკომპანია ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებს წერილით მიმართავს
ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მოხ­და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად სწო­რედ დღეს და ამ დროს იმის­თვის, რომ ეს ყო­ფი­ლი­ყო ხე­ლის­შემ­შლე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში“,- გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.
2 წლის უკან