ზვიად გუბელაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის რომ მოემართა, დღეს სულ სხვა განცხადებებს გააკეთებდა სახალხო დამცველი

ზვიად გუბელაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის რომ მოემართა, დღეს სულ სხვა განცხადებებს გააკეთებდა სახალხო დამცველი

პროკურორი ზვიად გუბელაძე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ნიკა გვარამიას, როგორც დირექტორის გადაწყვეტილებები ფინანსურად არ იყო მომგებიანი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის კომპანიის ინტერესებით ხელმძღვანელობდა. შესაბამისი განცხადება გუბელაძემ „ქრონიკის“ ეთერში გააკეთა.

„სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ჩვენ, ბრალდების მხარეს არ მოგვმართა და სავარაუდოდ ცალმხრივად მხოლოდ დაცვის მხარის მოსაზრებები მოისმინა და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გაეცნო. კარგი იქნება რომ ჩემთვის, როგორც ამ საქმის პროკურორისთვის მოემართა სახალხო დამცველის აპარატს და წარვუდგენდი ჩვენს პოზიციას, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ დანაშაული ჩადენილია ბრალდებულების მიერ. თუმცა ასე არ მოხდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის რომ მოემართა, დღეს სულ სხვა განცხადებებს გააკეთებდა სახალხო დამცველი“, - განაცხდა გუბელაძემ.

მისივე თქმით, მიმართვის შემთხვევაში პროკურატურა დაუმტკიცებდა სახალხო დამცველის აპარატს, რომ ნიკა გვარამიამ და კახა დამენიამ განზრახ გაფლანგეს „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხები.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.