დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე, რაიონის მასშტაბით უსაფრთხოების მოაჯირებისა და ბოძკინტების მონტაჟს განაგრძობს.
ამ დროისთვის, უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-18 კორპუსის მიმდებარედ არსებულ მოსასვენებელ სივრცეში მიმდინარეობს. კონტრაქტორი კომპანია სამუშაოების ბოლო ეტაპზეა და უკვე დამონტაჟებულ მოაჯირებს ღებავს.
ანალოგიური ტიპის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-12 კორპუსისა და სამტრედიის ქუჩის N3-ის მიმდებარედ იგეგმება, ხოლო დაზიანებული მოაჯირების აღდგენა რობაქიძის გამზირის N7-ის მეორე კორპუსის მიმდებარედ, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მესამე კორპუსის, მირცხულავას ქუჩის N3ა-სა და დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის 21-ე კორპუსის მიმდებარედ უახლოეს პერიოდში დაიწყება.