ხატია დეკანოიძე: ნიკა გვარამიას დაკავებას განვიხილავთ დიდ დაბრკოლებად და რეჟიმის განაცხადად, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - თუ პრეზიდენტს სურს გადაარჩინოს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, უნდა გადადგას ნაბიჯი

ხატია დეკანოიძე: ნიკა გვარამიას დაკავებას განვიხილავთ დიდ დაბრკოლებად და რეჟიმის განაცხადად, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - თუ პრეზიდენტს სურს გადაარჩინოს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, უნდა გადადგას ნაბიჯი

ნიკა გვარამიას დაკავებას განვიხილავთ ძალიან დიდ დაბრკოლებად და რეჟიმის განაცხადად, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამათავრობო ორგანიზაციებისა და მედია-მენეჯერების შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება.

„ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ტელევიზიის დამფუძნებლის დაკავება და პოლიტიკური მართლმსაჯულების ყველანაირი ხერხით აღსრულება, ეს არის რეჟიმის განაცხადი, რაც ეხება იმას, რომ საქართველო კიდევ ერთხელ დასცილდა ევროკავშირს. ის ევროპული ინტეგრაცია, რომელიც იყო გაცხადებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის მიერ, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს საერთოდ არ აწუხებს. ამიტომ, ნიკა გვარამიას დაკავებას ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, განვიხილავთ ძალიან დიდ დაბრკოლებად და ზოგადად რეჟიმის განაცხადად, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს განაცხადი არის, პირველ რიგში, ზუსტად ბიძინაა ივანიშვილის პოლიტიკური მართლმსაჯულების და მისი ხელისუფლების მიერ გაკეთებული ძალიან ხმამაღალი განაცხადი.

ნიკა გვარამიას მიმართ ის პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღი, რომელიც სასამართლოს ხაზით გამოიყენეს, პირველ რიგში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება. მეორე, მათ ყველანაირი ხელოვნური დაბრკოლება შექმნან იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატობის სტატუსი და ამ დაბრკოლებებს ქმნიან ზუსტად ამ პოლიტიკური მართლმსაჯულებით, ახლა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი კრიტიკოსის, ნიკა გვარამიას დაკავებით”,- აღნიშნა მან.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, მას არ აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, თუმცა, „მთავარი არხის“ დირექტორის დაკავება ქვეყნისთვის, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, უმძიმესი დარტყმაა.

„არ მაქვს მოლოდინები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრეზიდენტს სურს რაიმე სახით გადაარჩინოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, მან უნდა გააკეთოს და გადადგას ეს ნაბიჯი, ყოველგვარი ფორმალობების გარეშე. მე მესმის ნიკას დამოკიდებულება, შეიძლება სრულად გამეზიარებინა, მაგრამ ნიკას დაკავება არის უმძიმესი დარტყმა ქვეყნისთვის, შესაბამისად, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალიც, ამ კუთხით, არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. განსაკუთრებით თავხედობა და უტიფრობაა მაშინ, როდესაც ნიკა გვარამია დააკავეს დღეს დილას, პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა ბრიუსელში. ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით ვიცით“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

amo არ ინერვიულო
1 წლის უკან
amo არ ინერვიულო
1 წლის უკან