დიდუბის რაიონში ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონში ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონში არსებული დაზიანებული სპორტული მოედნების განახლებას განაგრძობს.

ამ ეტაპისთვის, ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მერვე კორპუსთან, აგლაძის ქუჩის N34-თან, ასევე, გვეტაძის ქუჩის N4-სა და წერეთლის გამზირის N87ა-ს მიმდებარედ არსებულ მოედნებზე დაზიანებები შეკეთდა.

შეიცვალა ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები, დამონტაჟდა და გაიჭიმა ლითონის ახალი მავთულბადე. შეკეთდა სპორტულ მოედნებზე შესასვლელი კარები.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილეს ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სპორტული მოედნების აღდგენა გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „ჯორჯიან ინვესტმა“ განახორციელა. სამუშაოების ღირებულება 20 000 ლარია.

უახლოეს დღეებში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ბელიაშვილის ქუჩის N40-ში, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მეჩვიდმეტე კორპუსის მიმდებარედ, ასევე, წერეთლის გამზირის N55-სა და ევდოშვილის ქუჩის N2/10-ში დაიწყება.