მოპარული ან დაზიანებული საპარკე სკამები და მაგიდები
მოგლეჯილი საქანელები
სრულად განადგურებული „ბზრიალა“
ახლადრეაბილიტირებულ სპორტულ მოედანზე მოგლეჯილი ფარები და ბადეები
სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ვანდალიზმის ფაქტების რაც ყოველდღიურად დიდუბის რაიონში ხდება.
მოქალაქეების მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად ათიათასობით ლარი უჯდება, რაც აფერხებს მეტი ახალი სივრცის მოწყობასა თუ რეაბილიტაციის შესაძლებლობას.
გაუფრთხილდიქალაქს
#სახლიეზოდანიწყება