დავით ქართველიშვილი: ქართული არასამთავრობოები პირდაპირ ახალისებდნენ გვარამიას, გაეგრძელებინა რუსთავი ორის ძარცვა და სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ხმა არა ამოუღიათ

დავით ქართველიშვილი: ქართული არასამთავრობოები პირდაპირ ახალისებდნენ გვარამიას, გაეგრძელებინა რუსთავი ორის ძარცვა და სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ხმა არა ამოუღიათ

კრიმინალი გვარამიას დაპატიმრების შემდეგ დაეწყვნენ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არაფერი სცხიათ ობიექტურობის და აპრიორი ლანძღავენ და აკრიტიკებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ეს ის ხალხია, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ, აღსრულების შეჩერების დროს გაჰკიოდნენ, პოლიტიკური დევნააო, ამით წაახალისეს გვარამიას მიერ კომპანიის ძარცვა და მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა თქვა, ამ საქმეში ყველაფერი რიგზეაო, თავზე გადაახია მათ ყველა კრიტიკული განცხადება.

„კრიმინალი გვარამიას დაპატიმრების შემდეგ დაეწყვნენ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არაფერი სცხიათ ობიექტურობის და აპრიორი ლანძღავენ და აკრიტიკებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ, აღსრულების შეჩერების დროს გაჰკიოდნენ, პოლიტიკური დევნააო, ამით წაახალისეს გვარამიას მიერ კომპანიის ძარცვა და მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა თქვა, ამ საქმეში ყველაფერი რიგზეაო, თავზე გადაახია მათ ყველა კრიტიკული განცხადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული არასამთავრობოები პირდაპირ ახალისებდნენ გვარამიას, გაეგრძელებინა რუსთავი ორის ძარცვა და სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ხმა არა ამოუღიათ. ამიტომ არიან ისინი პირდაპირი მონაწილეები ამ დანაშაულის, ხოლო ყველა მათი წუხილი ფარსი და ამორალურია.“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.