კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების კონკურსს - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის მეხუთედ აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება, 16 მაისიდან - 30 ივნისის ჩათვლით, ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, მისი გადამოწმების წყარო და დაადგინონ რეალური ფაქტები.
კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისიისგან პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 13 Pro-ს, მეორე ადგილის მფლობელი - HP Pavilion-ს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მოსწავლე 3 iPad 10.2-ს მიიღებს.
კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქ გვერდზე და კომისიის ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომლის მიზანი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, უკვე ექვსჯერ ჩაატარა. სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი ოთხჯერ, სტუდენტებისთვის კი ორჯერ წარმატებით ჩატარდა.