გიგი უგულავა:  ვნახოთ, ახლა რას იზამს ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელმაც სააკაშვილთან დაკავშირებით ვერ გაბედა შეწყალებაზე სწორი გადაწყვეტილების მიღება

გიგი უგულავა: ვნახოთ, ახლა რას იზამს ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელმაც სააკაშვილთან დაკავშირებით ვერ გაბედა შეწყალებაზე სწორი გადაწყვეტილების მიღება

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო გაწელავს ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება მას ან მის ოჯახს ცხვირში. თავად აგდებს საკუთარ უსაფრთხოებას საფრთხეში იმით რასაც აკეთებს, ყველა წითელ ზღვარს გადავიდა. ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს და მისი დატოვება მოუწევს, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა აქვს, რასაც არავინ არ აპატიებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიგი უგულავას განცხადებით, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ის არ არსებობს და „ჩვეულებრივი ჩმორების კანტორაა“. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

,,კლანი მართავს სასამართლოს და მიტანილი აქვს ძღვენი ივანიშვილისთვის. არავინ დამიწყოს ზღაპრების მოყოლა, ამ მოსამართლემ თავი მაშინ შეირცხვინა, როდესაც სასამართლოდან გამომიშვა 20 საათში, საქმე დაასრულა და ისე მომიშორა მაშინაც. პოლიტიკური კონტექსტი გაცილებით მძიმე მდგომარეობაში გვაგდებს, ტელევიზიების შემდეგ მოხდება პარტიების შევიწროება და აღმოვჩნდებით იმ ქვეყანაში საიდანაც გამოვრბივართ და ივანიშვილი გვაბრუნებს - პუტინის რუსეთში. ვნახოთ ახლა რას იზამს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრეზიდენტობა ღრუბლებში ყოფნა ჰგონია, სააკაშვილთან დაკავშირებით ვერ გაბედა მისი შეწყალება, ესეც ხომ არ არის სისხლიანი 9 წელი?“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

კახა დამენიას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას გულისხმობს, 220-ე მუხლი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა.

ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

amo მიუღებელია ამ კაცისთვის გაფლანგვაზე ციხე და რა გინდა რომ ქნა.
2 წლის უკან
amo გიგი, იხილე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადება
2 წლის უკან