15-16 მაისის ღამის დედამიწის ნაწილი „სისხლიან“ სუპერმთვარეს ნახავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს წლის ერთადერთი მთვარის სრული დაბნელება იქნება, როდესაც მზე, დედამიწა და მთვარე ერთ ხაზზე ხვდებიან და მთვარე დედამიწის ჩრდილოვან ნაწილში აღმოჩნდება. ჩრდილში მოხვედრისას მთვარე დაბნელებას იწყებს, სანამ არ გაწითლდება.
მთვარის დაბნელების ნახვას ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში შეძლებენ. ამასთან, NASA დაბნელების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას გეგმავს.