მამუკა არეშიძე: დარწმუნებული ვარ, რომ პიონტკოვსკის ნათქვამი არ არის მისი ინიციატივა

მამუკა არეშიძე: დარწმუნებული ვარ, რომ პიონტკოვსკის ნათქვამი არ არის მისი ინიციატივა

მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ნათქვამი არ არის მისი ინიციატივა. პიონტკოვსკის აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა. მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა 2000-იანებში. სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. თვითონ ტრაბახობს ამით, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე რუსი ანალიტიკოსის განცხადებას. ის გარკვეული ძალების საქართველოში ომის დაწყების სურვილს ბიძინა ივანიშვილის ფინანსების გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც უკავშირებს.

„ამბავი, რომელიც ივანიშვილის ნივთებსა და ფინანსებს შეეხება, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა იმ განწყობებს, რომლებიც ჩვენს მიმართ არის შექმნილი და რომელსაც სხვანაირად ჰქვია ომის დაწყების სურვილი საქართველოს ტერიტორიაზე. დაემთხვა. ამის გამო გვაქვს კანონიერი საფუძველი ეჭვი გვქონდეს, რომ გარკვეულწილად ხდება ზემოქმედება ბიძინა ივანიშვილზე, იმისთვის რომ მან თავის მხრივ ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე“, - მიიჩნევს არეშიძე.

რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, გააქტიურდნენ, რათა საქართველოში ომის მეორე ფრონტი გაიხსნას და ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს.