აშკარად ჩანს, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ივანიშვილისთვის შექმნილ შეფერებებს არ აქვს. აქ არის ერთგვარი შანტაჟის ნიშნები. რა დგას ამის უკან მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი ნიშნები აშკარად არსებობს. თავისთავად ლეგიტიმური საფუძველი რომ არ აქვს ამ ქმედებებს ამას ადასტურებს ის, რომ საბოლოო ჯამში ყველა ტრანზაქცია მაინც ხორციელდება. შეფერხებით, მაგრამ ხორციელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ჩვენ არც ერთხელ არ დაგვისახელებია რაიმე სუბიექტი, ვისაც შეიძლება უკავშირდებოდეს ასეთი შანტაჟის მცდელობა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გადავალთ ისეთ პოლიტიკურ საუბრებში, რომელიც გარკვეულ პრობლემებსა და უხერხულობებს შექმნის. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ მოვისმინეთ რადიკალურად განსხვავებული ინტერპრეტაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.