შევქმნათ ჯანდაცვის კონსილიუმი და ამ საკითხით პოლიტიკურ სპეკულაციას ყველა მოეშვას, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა გადაწყვიტონ, რა ჯობია სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის.
„პრეზიდენტისა და ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული და რა თქმა უნდა, ამაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება. მეორე საკითხი არის, რომ შევქმნათ ჯანდაცვის კონსილიუმი და ამ საკითხით პოლიტიკურ სპეკულაციას ყველა მოეშვას. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა გადაწყვიტონ, რა სჭირდება და რა ჯობია მისი ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.