შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არის სახეზე და სააკაშვილი თავისი პოზიციით ამაში მონაწილეობს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მისი ახლობლები რასაკვირველია უნდა მოითხოვდნენ ექიმებისგან და პირადად სააკაშვილისგან, რომ მან ჯანმრთელობა არ დაიზიანოს ვიღაცის პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არის სახეზე და სააკაშვილი თავისი პოზიციით ამაში მონაწილეობს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.