ყველა სატრასტო სტრუქტურა, რომელიც ბატონ ივანიშვილს ბანკმა შესთავაზა საკუთარი აქტივების სამართავად, იყო ბანკის მიერ დაორგანიზებული. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბერმუდას სასამართლომ ერთ ძალიან არსებით საკითხს გასცა პასუხი: დიახ, ყველა იურისდიქციაში არის მოპასუხე არა უშუალოდ ბანკი, არამედ სატრასტო სტრუქტურები, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა „იმედი LIVE“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ქართულმა ვებპორტალმა „ბი-ემ-ჯიმ“, გამოაქვეყნა, რომ ის ესაუბრა Credit Suisse-ს წარმომადგენელს (დასახელებული არ არის, ვის ესაუბრა) და Credit Suisse-ს განცხადებით, ჩვენ ვისმენთ ასეთ რამეს, რომ ამ ზეწოლასთან საბანკო ჯგუფი არავითარ კავშირში არ არის. ფორმალურად ბანკი მართალია: მას პირდაპირი, უშუალო შეხება მის კლიენტთან არ აქვს, მაგრამ საკითხი სხვა რამეშია. ეს ნახევარი სიმართლეა, სრული კი გამოიხატება იმაში, რომ ყველა სატრასტო სტრუქტურა, რომელიც ბატონ ივანიშვილს ბანკმა შესთავაზა საკუთარი აქტივების სამართავად, იყო ბანკის მიერ დაორგანიზებული. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბერმუდას სასამართლომ ერთ ძალიან არსებით საკითხს გასცა პასუხი: დიახ, ყველა იურისდიქციაში არის მოპასუხე არა უშუალოდ ბანკი, არამედ სატრასტო სტრუქტურები, მაგრამ სასამართლომ თქვა, რომ როცა საუბარია ამ ორი წარმონაქმნის განცალკევებული ორი იურიდიული პირის - ბანკისა და მისი ტრასტის შესახებ, ისინი ერთ ხელში მოქმედებენ. ეს არის ერთი-ერთი მთავარი და განმსაზღვრელი დასაბუთება და თეზა, ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ჩვენი კოზირი.
რაც შეეხება ამ შეფერხებებს, როდესაც ბანკი საუბრობს შეფერხებაზე, ეს ძალიან რბილი ნათქვამია, სემანტიკურად ეს ძალიან მსუბუქ მოქმედებას აღნიშნავს, მაგრამ დამიჯერეთ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ფაქტებზე, იგივე ცნობილი გადარიცხვა, რომელმაც ჩვენი სარჩელი განაპირობა, 4 მარტს გაიცა დავალება გადარიცხვაზე და შესრულდა 4 აპრილს. მაშინ, როდესაც ყველა გადარიცხვები სრულდებოდა 48-72 საათში. ამას ჩვენ შეფერხებას ვერ ვუწოდებთ, ეს არის დაბრკოლების შექმნა, რომ კლიენტმა თავისუფლად მართოს თავისი აქტივი. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ გენსის კუნძულზე, იმდენად თანხა არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ჩვენი მიდგომა არის ძალიან შეუპოვარი და სწორხაზოვანი, ყველგან სადაც საბანკო ჯგუფმა უნდა აგოს პასუხი და ყველგან, სადაც არის საშუალება, რომ დავაყენოთ პასუხისმგებლობის საკითხი, ეს ჩვენ უნდა დავაყენოთ. სარჩელი რამდენიმე კვირის წინ შევიდა. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა უსწორობაზე სამართლით და კანონით განსაზღვრული წესით მივუთითოთ“, - განაცხადა ყიფიანმა.
კითხვაზე - ოპონენტები საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მილიარდნახევრიანი გადარიცხვა გაუჩერეს, ვიქტორი ყიფიანი ასე პასუხობს:
„არასწორია ეს ინფორმაცია. არა თუ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი მტკიცებულება არ არის. როდესაც ვსაუბრობთ გადარიცხვების არ შესრულებაზე, ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ დროში ემთხვევა ამ გადარიცხვების შეჩერება, მარტი-აპრილის მონაკვეთებს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ომი. უცნაური პასუხი, რაც მივიღეთ ტრასტისგან არის ის, რომ სწორედ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე... ასეთი არგუმენტაციის უსაფუძვლობა როდესაც არათუ შეფერხებაზე, არამედ ერთთვიან გაჭიანურებაზეა საუბარი, მაშინ, როდესაც საუბარია სტრატსის კლიენტზე, რომელსაც აქვს საფრანგეთის და საქართველოს მოქალაქეობა და არცერთი ნიშნით ე.წ. სანქცირებულ პირთა სიაში არ არის, რაში დასჭირდა სატრასტო კომპანიას, რომ გაერკვია მარტივი საკითხი“, - განაცხადა ყიფიანმა.