ჯონათან ჯანოგლი
ჯონათან ჯანოგლი
ფოტო: Twitter
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
საქართველოს საკითხებზე დიდი ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ჯონათან ჯანოგლის, მორიგ ინტერვიუში, საქართველოში სტუმრობის შესახებ ჰკითხეს და სთხოვეს, გაეზიარებინა შთაბეჭდილება, თუ რამდენად უჭერს ქართველი ხალხი და მთავრობა მხარს უკრაინას.
„2014 წლის შემდეგ, არ ვყოფილვარ სახელმწიფოში, სადაც იმხელა მხარდაჭერაა უკრაინისადმი, როგორიც საქართველოში. ვიტყოდი, რომ თითქმის ყოველ მეხუთე ფანჯარაში უკრაინის დროშაა გამოფენილი. მთავრობა მუდმივად გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. საქართველოს მთავრობა გაეროში დასავლეთის ანტირუსულ რეზოლუციებში თანმიმდევრულად მონაწილეობს. ერთი საკითხი, რაზეც საქართველოში კამათია, უნდა ითქვას, არის სანქციებთან დაკავშირებით. პრაქტიკაში, საქართველომ რუსეთს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ თუ იცით, რომ საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა, მაშინ თქვენ გეცოდინებოდათ, რომ ისინი პრაქტიკულად ახორციელებენ სრულ ფინანსურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ საკითხი ისაა, რომ მათ არ უნდათ დიდი დათვის კუდი მძლავრად მოქაჩონ, როცა ის ასე ახლოსაა, თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, ისინი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და უგზავნიან უზარმაზარ დახმარებას. მე ვნახე უკრაინული გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ, სადაც უკრაინელები გრძნობენ, რომ ქართველები დიდ დახმარებას უწევენ“, - განაცხადა ჯანოგლიმ.