იაგო ხვიჩია: მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ყველაფერი გააკეთონ პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად, თავისივე პარტიის დაშლის ჩათვლით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის უმოკლესი გზა

მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ყველაფერი გააკეთონ პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად, თავისივე პარტიის დაშლის ჩათვლით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის უმოკლესი გზა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„როგორც თავის დროზე ჩვენ ვამბობდით, გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ არასაკმარისი, ზუსტად იგივეა ახლაც. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ყველაფერი გააკეთონ პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად, თავისივე პარტიის დაშლის ჩათვლით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის უმოკლესი გზა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ. სააკაშილი შეთავაზებას დათანხმდა. ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს.