ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა

ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა

ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ერთობლივი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ფინეთმა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო.

„ჩემი გზავნილი მკაფიოა – ფინეთი უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ეს ზიანს არავის მიაყენებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ფინეთი მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და აგრესიის გამო სტრატეგია შეცვალა.