სანდრო რაქვიაშვილი: უკრაინისთვის უფრო სერიოზული დახმარება იქნება მეორე ფრონტი ჩინეთიდან და იაპონიიდან, რატომ არ ხსნიან?

სანდრო რაქვიაშვილი: უკრაინისთვის უფრო სერიოზული დახმარება იქნება მეორე ფრონტი ჩინეთიდან და იაპონიიდან, რატომ არ ხსნიან?

უკრაინისთვის უფრო სერიოზული დახმარება იქნება მეორე ფრონტი ჩინეთიდან და იაპონიიდან, რატომ არ ხსნიან? საქართველო რით გამოირჩევა, ვინც ამაზე აქცენტს აკეთებს, სხვა მიზეზები უნდა ჰქონდეს,- ამის შესახებ პარტია„ გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„რას გვთხოვენ, აფხაზეთში ტანკებით შევიდეთ, ხალხი ამოვხოცოთ? ეს როგორ წარმოუდგენიათ? ხომ ვხედავთ, ომი რას ნიშნავს? თუ ჩვენ თავდამსხმელები ვართ, ისე უნდა გავაკეთოთ, რასაც რუსები უკრაინაში აკეთებენ და როგორ შეიძლება ეს ჩვენგან მოითხოვონ? არ მგონია, ასეთი დისკუსია ვინმემ სერიოზულად დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანმა, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ სიტუაციაში ერკვევა, თორემ, თეორიულად, რა თქმა უნდა, ჩინეთმა რომ მეორე ფრონტი გახსნას, ეს უკრაინას დაეხმარება. მაშინ, დიდი ქვეყნებიდან დაიწყონ – ამერიკიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან. იმის გამო, რომ ასეთი დისკუსიის გამბედაობა არავის აქვს და ყველა ხვდება ამაზე საუბარი არაადეკვატურია, ამის გამო რატომღაც საქართველოზე საუბრობენ უფრო მეტს. უკრაინაში სიტუაცია უფრო განიმუხტება, თუ მეორე ფრონტს ჩინეთი გახსნის. ეს უკრაინისთვის ხომ უფრო სერიოზული დახმარება იქნება? რატომ არ ხსნიან, მაშინ, ჩინეთმა და იაპონიამ გახსნან მეორე ფრონტი. საქართველო ამ ნაწილში რით გამოირჩევა, ყველაზე დიდი ჯარი გვყავს, ისეთი განსაკუთრებული უპირატესობა აქვს რუსეთთან რომ, მაინც და მაინც ჩვენი დახმარებაა საჭირო? ანუ, ამას ჩინეთი ვერ გააკეთებს და საქართველოს უნდა მოსთხოვონ? – ეს არაადეკვატურია და ვინც ამაზე აქცენტს აკეთებს, სხვა მიზეზები უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ტელეკომპანიის „უკრაინა 24“ ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფზე, რომელიც სანქციებზე მუშაობს, და უკრაინელ ჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება, უკარნახონ ერმაკს. პიონტკოვსკის თქმით, ამაზე წერდნენ არესტოვიჩიც და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.