"რომ მიდიოდა, საქართველოს დროშაც წაიღო, ამბობდა, მე საქართველოს და  უკრაინას ერთდროულად ვიცავო" - "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მეომარი დაიღუპა

რუს ოკუ­პან­ტებ­თან ბრძო­ლას უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რი ემსხვერ­პლა. ამ­ჯე­რად მა­რი­უ­პოლ­ში "აზოვსტა­ლის" ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნას­თან ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, 27 წლის ტატო ბიგ­ვა­ვა და­ი­ღუ­პა.

ტატო ბიგ­ვა­ვა 2014 წლი­დან "აზო­ვის პოლ­კის" მე­ო­რე ასე­ულს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, სი­მა­მა­ცის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა.

და­ღუ­პუ­ლის ცხე­და­რი ამ დრო­ის­თვის "აზოვსტა­ლის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და უც­ნო­ბია, რო­დის მო­ხერ­ხდე­ბა მისი გად­მოს­ვე­ნე­ბა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ტატო უკ­რა­ი­ნა­ში ომის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იბ­რძო­და და ბო­ლოს სამ­შობ­ლო­ში ხუთი წლის წინ იყო.

"8 მა­ისს გვქონ­და ბოლო კავ­ში­რი, მომ­წე­რა, ნორ­მა­ლუ­რად ვარო, მას შემ­დეგ გა­წყდა კავ­ში­რი, მე­ო­რე დღეს მაც­ნო­ბეს, რომ და­ვა­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ის­ვე­ნებ­დნენ, ამ დროს ჩა­მო­ყა­რეს ბუნ­კე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­ტო­ნი­ა­ნი ბომ­ბე­ბი და იქ მოყ­ვა ჩემი შვი­ლი და და­ი­ღუ­პა. უკ­რა­ი­ნა­ში რომ მი­დი­ო­და, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაც თან წა­ი­ღო, ამ­ბობ­და, მე სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნას ერ­თდრო­უ­ლად ვი­ცა­ვო", - ამ­ბობს "მთა­ვარ არხთან" ტატო ბიგ­ვა­ვას მამა, ბად­რი ბიგ­ვა­ვა.