"მე იგორ ბელანოვი ვარ, ეს ჩემი ვაჟია და ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების!“ - ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი სამშობლოს, შვილთან ერთად, იარაღით იცავს

უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში "ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, 1986 წლის “ოქ­როს ბურ­თის” მფლო­ბე­ლი, კი­ე­ვის "დი­ნა­მოს“ ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო თავ­დამ­სხმე­ლი და 1988 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი, იგორ ბე­ლა­ნო­ვი სამ­შობ­ლოს ია­რა­ღით ხელ­ში, შვილ­თან ერ­თად იცავს.

იტა­ლი­ურ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ის ამ­ბობს, რომ შო­კი­რე­ბუ­ლია ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბით, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. ბე­ლა­ნო­ვი ოდე­სი­დან არის და ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე შე­უ­ერ­თდა უკვე საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბილ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ თავ­დაც­ვას.

61 წლის ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი ამ­ბობს, რომ სხვაგ­ვა­რად მოქ­ცე­ვა არ შე­ეძ­ლო.

"უნდა გი­თხრათ, რომ კი­დევ შოკ­ში ვარ, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დვი­ლად ხდე­ბა. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ მძი­ნავს და კოშ­მარს ვხე­დავ, ანაც სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მს ვუ­ყუ­რებ. რო­დე­საც ვნა­ხე სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი, დაჭ­რი­ლი ბავ­შვე­ბი, ლა­მის გული გა­მი­ჩერ­და. ან სხვა რა უნდა მეგ­რძნო და სხვაგ­ვა­რად რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი?.. მე ვნა­ხე, რა მოხ­და ბუ­ჩა­ში. ჩვენ მშვი­დო­ბა გვინ­დო­და და ნა­ხეთ, რა მოხ­და... ჩვე­ნი ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი - რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, მათ ეში­ნი­ათ ქუ­ჩა­ში გას­ვლის, უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის...“ - ამ­ბობს ის იტა­ლი­ურ გა­მო­ცე­მას­თან.

Aburjga Tasmanieli ვთქვათ გაიმარჯვეს ბელანოვმა და მისმა შვილმა, ვთქვათ გაიმარჯვა უკრაინამ? რა უნდა იყოს ეს გამარჯვება, რაღაცით უკეთეს მდგომარეობაში ხომ უნდა იყოს გამარჯვებული მხარე?! რა არის ასეთი შედეგი უკრაინისათვის იცით ვინმემ?! უკრაინელებმა რომ არ იციან ეს კი ნადმვილად ჩანს, თორებ აშშ-ს და ბრიტანეთის მონობას არ აირჩევდა!
2 წლის უკან