დავით ქართველიშვილი: ჟოზეფ ბორელის ციტატის და მისი შინაარსის გამოყენება მეორეხარისხოვან პოლიტიკოსსაც არ ამშვენებს. მას უნდა შეეძლოს საკუთარი ციტატებით ელაპარაკოს ამომრჩეველს

დავით ქართველიშვილი: ჟოზეფ ბორელის ციტატის და მისი შინაარსის გამოყენება მეორეხარისხოვან პოლიტიკოსსაც არ ამშვენებს. მას უნდა შეეძლოს საკუთარი ციტატებით ელაპარაკოს ამომრჩეველს

მე არ ვეთანხმები ბორელს შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომ უკრაინელების ევროპული მისწრაფება შემოიფარგლება ევროკავშირზე, როგორც ბანკომატზე ხედვებით. ეს ასე არაა - ასე ეხმიანება დავით ქართველიშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებას.

„პირველი - პლაგიატი ტეხავს. ჟოზეფ ბორელის ციტატის და მისი შინაარსის გამოყენება მეორეხარისხოვან პოლიტიკოსსაც არ ამშვენებს. მას უნდა შეეძლოს საკუთარი ციტატებით ელაპარაკოს ამომრჩეველს. 

მეორე - მე არ ვეთანხმები ბორელს შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომ უკრაინელების ევროპული მისწრაფება შემოიფარგლება ევროკავშირზე, როგორც ბანკომატზე ხედვებით. ეს ასე არაა.“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.