პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების

პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების" პატრიოტიზმი იწყება ბანკომატთან - შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცოტაც და თუ ბიძინას ფულს არ მისცემენ, პუტინის მხარდამხარ დაიწყებენ ბრძოლას „დასავლელი იმპერიალისტების" წინააღმდეგ

„ქართული ოცნების" პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული სინამდვილეში იწყება ბანკომატთან და მთავრდება საჭმლის მონელებით, არანაირი მშვიდობა და ომი მათ არ აინტერესებთ, აინტერესებთ ბიძინას უსაფრთხოება, მისი მილიონები და ბანკომატიდან მიღებული ყოველთვიური პრემია- დანამატები, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის თანხის გადმორიცხვის დაგვიანებაზე კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კობახიძის გზავნილია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს ფულს არ მისცემენ, ის გადავა აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე და საქართველო გახდება ანტიდასავლური პლაცდარმი.

„რაც დრო გავა და ვნახავთ, რომ დასავლელი პარტნიორები აშკარად ეხმარებიან უკრაინას და უკრაინა აღწევს წარმატებას, კობახიძის მდგომარეობა თანდათან უფრო დამძიმდება, არ ვგულისხმობ ჯანმრთელობას, პოლიტიკურ მდგომარეობას ვგულისხმობ. კობახიძემ გუშინ გამოგვიცხადა, რომ თურმე ომის ღმერთი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი და თუ მას არ მისცემენ დასავლეთში შეტანილ რამდენიმე მილიონს, დაბრუნდება ხელისუფლებაში და იქნება დიდი საფრთხე ომის. მე მაინტერესებს, ვინ არის ეს პიარ სტრატეგი, ვინც დაგეგმა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე ამ ტონით ვისაუბროთ?! მგონი, ის ალი უზდანოვი ხორბალზე კი არ იყო ჩამოსული, მთავარ პიარ სტრატეგად აიყვანეს, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ლამის ამერიკას გამოუცხადონ ომი. ეს არის "ქართული ოცნების" მძიმე მდგომარეობა, ისინი განცხადებებს აკეთებენ რუსეთთან თანხვედრაში. მინდა პირდაპირ ვკითხო მათ, ვინ არიან ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილს აძალებენ ომის დაწყებას? ეს განცხადებები იმეორებს იმას, რასაც რუსეთში საუბრობენ და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცოტაც და თუ ბიძინას ფულს არ მისცემენ, პუტინის მხარდამხარ დაიწყებენ ბრძოლას "დასავლელი იმპერიალისტების" წინააღმდეგ. ამის პირდაპირი გზავნილია, რომ თუ ბიძინას ფულს არ მისცემენ, ის გადავა აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე და საქართველო გახდება ანტიდასავლური პლაცდარმი. სავარაუდოდ, შვეიცარიულ ბანკს აქვს ვარაუდი, რომ ივანიშვილი შეიძლება მოჰყვეს სანქციებში,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძე შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს კითხვებს აჩენს. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება „კოორდინაციის შედეგი“ იყოს. კითხვაზე, ვისგან ხედავს კოორდინაციას, გულისხმობს, თუ არა შეერთებულ შტატებს, კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო დეტალებში არ შევა. მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს, ამით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოაბრუნოს და ქვეყანა ომში ჩართოს, „ივანიშვილს კარგად არ იცნობს“.

tundac ჭ-უ ჭ-უ
... ყ@ეობამდე დიდი გზა აქვს
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ახალი არაფერია! ნრა მტარვალებიც იყვნენ დასავლეთში, ევროპაში ხარბები, სისხლის მოყვარულნი, ქურდნი და მპარავნი, მოღალატეები ... იგივენი არიან დღესაც! შვეიცარია არამც თუ გამონაკლისი ვერ იქნება პირიქით, ფლიდობაში და ქურდობაში სხვებს ყოველთვის გადაუჯოკრავს! კაცს ჯერ ასეული მილიონი დოლარი მოიპარა შვეიცარული ბანკების სისტემამ, სისტემური დანაშაული იყო. მერე ეს ზნეობრივად დაცემულთა სისტემა დიდი ხანი უძალიანდებოდა და ცდილობდა საკუთარი დანაშაული ანუ ქურდობა დაზარალებულისათვის გადაებრალებინა, მერე კი მპარავისათვის! ბოლოს და ბოლოს სასამრთლომ თითქოს გამოიტანა სამართლიანი გადაწყვეტილება, დამნაშავეს ანუ ბანკს, დაეკისრა ზარალის ანაზღაურება, მაგრამ რად გინდათ, განა ტაღლითს და შულერს რასაც წარმოადგენს კოლექტიური დასავლეთი გამოელევა სახელოში დამალული ჯოკერი?! ახლა უყურეთ ამ გაუმაძღარი სვავების ხრიკებს, ყველაფერს იზამენ რომ ეს მოპარული ფული პატრონს არ დაუბრუნონ! ასეთია მათ ლგბტ გაუკუღმართებული ზნე და ჩვეულება, ვერაფერს გააწყობ!
2 წლის უკან
amo ეროსიზე ხალხი აფანატებს. ვინაა ეს უთამოყვარეო, ულოგიკო, ხელეჩო, ბლუკუნა, გვარის შემარცხვენელი. ტფუ . . .
2 წლის უკან