“აზოვის“ მებრძოლი: ჩვენი სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, ჩვენი ბრძოლა - ყველაფერს - ტყვედ ჩავარდნა ჩვენთვის სიკვდილია

“აზოვის“ მებრძოლი: ჩვენი სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, ჩვენი ბრძოლა - ყველაფერს - ტყვედ ჩავარდნა ჩვენთვის სიკვდილია

უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ალყაში მოქცეული „აზოვსტალის” ტერიტორიაზე იმყოფება, ქარხანაში არსებულ შემზარავ პირობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დარჩენილი დამცველები მნიშვნელოვან მსხვერპლს განიცდიან.

„აზოვის“ პოლკის წევრმა, ლეიტენანტმა ილია სამოილენკომ Sky News-ს განუცხადა, რომ დაშავებული და დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა "ძალიან მაღალია" და სამხედროები იმსახურებენ სათანადო ზრუნვას.

„არავინ ელოდა, რომ ამდენ ხანს გავუძლებდით რუსების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მაინც ვიბრძვით. ჩვენ ვიღებთ დიდ მსხვერპლს, განვიცდით დანაკარგებს, ” - აღნიშნა მებრძოლმა.

მისი თქმით, ადგილზე მყოფებს აქვთ "უკიდურესად შეზღუდული რესურსები" და მიაჩნიათ, რომ "ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი".

”ამის შედეგი შეიძლება იყოს დატყვევება მტრის მიერ, რაც ჩვენთვის სიკვდილს ნიშნავს. ჩვენი სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა - ყველაფერს," - აღნიშნა „აზოვის“ პოლკის წევრმა.