დღეს, საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტიას კვლავ შეახსენა - „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ბელადიანად, ხართ „ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“ - დიდი ხანია დაკარგეთ ადამიანობის იოტისოდენა განცდაც კი და იქეცით გამოუსწორებელ მოძალადეებად - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
„დღეს, საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტიას კვლავ შეახსენა - „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ბელადიანად, ხართ „ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“ - დიდი ხანია დაკარგეთ ადამიანობის იოტისოდენა განცდაც კი და იქეცით გამოუსწორებელ მოძალადეებად.
ნაცსექტის ადვოკატმა გიორგი ვაშაძემ ("სტრატეგია აღმაშენებელი") მყისიერად უპასუხა: არ გვაინტერესებს პრეისტორიული წარსული
ორპროცენტიან გიორგი ვაშაძეს და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ანასხლეტებს თუ ის შავბნელი წარსული არ აინტერესებთ, ვერასდროს მოიგებენ საზოგადოების გულს.
შავბნელი წარსულის გაცნობიერება-გაანალიზება და მომავალში ამის სრული პრევენცია თუ არ განიხილება "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში, მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური კონგლომერატი მუდმივად განწირული იქნება სამარცხვინო წაგებებისთვის.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.