სოზარ სუბარი: შეიძლება გავაღიზიანო ის პატიმრები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ოღონდ ჯანმრთელობას და არა სპეკულაციებს

სოზარ სუბარი: შეიძლება გავაღიზიანო ის პატიმრები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ოღონდ ჯანმრთელობას და არა სპეკულაციებს

განსაკუთრებით გააქტიურდა სპეკულაციები და ლაპარაკი პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ და შესაბამისად, გააქტიურდა კატეგორიული მოთხოვნა, რომ მოხდეს მისი სამკურნალოდ უცხოეთში გაყვანა. პირდაპირ ვიტყვი, რომ სააკაშვილის უფლება ჯანმრთელობაზე სათანადოდ უნდა იქნას დაცული, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის უფლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობას შეიძლება მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება და არა სპეკულაციებს.

„შეიძლება ბევრი პატიმარი და მათი ოჯახი გავაღიზიანო კიდეც და განსაკუთრებით, ის პატიმრები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ როცა საქმე ყოფილ პრეზიდენტს ეხება, მაინც ვიტყვი, რომ მის ჯანმრთელობას შეიძლება მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, ოღონდ ჯანმრთელობას და არა სპეკულაციებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული, როგორც სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის უფლება, მაგრამ ვერანაირი ჯანდაცვის სისტემა ვერ დაიცავს ადამიანის ჯანმრთელობას სავარაუდო აგრავაციის პირობებში. განვლილი 6 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ადამიანები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, თითქოს, არიან კვალიფიციური ექიმები თუ ექსპერტები, სრული სერიოზულობით ამტკიცებდნენ, თითქოს, ხდებოდა პატიმრის დასხივება მომაკვდინებელი სხივებით, თითქოს, ადგილი ჰქონდა ციკლურ წამებას, ფარმაკოლოგიურ წამებას, ინვალიდიზაციას და ა.შ. ყველა ამ ბრალდების აბსურდულობა ძალიან მალე ვლინდება ხოლმე, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, თუმცა სიმულაციებთან და აგრავაციის მცდელობებთან გადაჯაჭვული ბრალდებები პერიოდულად ახალი ძალით იფეთქებს ხოლმე. საზოგადოება კარგად არჩევს ტყუილსა და მართალს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.