საქართველოს ბანკი და USAID-ი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკი და USAID-ი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკსა და USAID-ს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალი  USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან შედგა. 

პარტნიორობის ფარგლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, აგრო და მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესები 2 მთავარი მიმართულებით მიიღებენ მხარდაჭერას. ესენია: სერვისებისა და პროდუქტების ექსპორტზე გატანა და საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზაცია. პროექტის ფარგლებში USAID-ის ორივე პროგრამის კონტრიბუცია 300 000 ლარს შეადგენს.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკსა და USAID-ს შორის თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება. 2021 წელს, ჩვენ უკვე წარმატებით განვახორციელეთ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთობლივი პროექტი, რომელიც 20-მდე SME კომპანიის ექსპორტზე გასვლის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო, რაც აღნიშნული კომპანიების შემდგომ განვითარებას მოხმარდა. ახალი პარტნიორობის ფარგლებში კი, გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ მეტ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს დავუჭიროთ მხარი ზრდაში, საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და საჭირო ფინანსებზე წვდომის მოპოვებაში. გვჯერა, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის გაძლიერებაში და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. 

„ჩვენმა პროგრამამ უკვე წარმატებით ითანამშრომლა გასულ წელს საქართველოს ბანკთან მცირე და საშუალო საწარმოების პრაქტიკული დახმარების, მათი ბიზნესის განვითარებისა და ექსპორტის მიმართულებით.  მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკთან ერთად წამოვიწყოთ ახალი ინიციატივები უკვე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ჩართულობითაც, და ვუზრუნველვყოთ BIZ-Link პროექტის გაფართოება ახალი მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებით, ასევე 200-მდე  კომპანიისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ავტომატური აღრიცხვის სისტემებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით.“- აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.