ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა, - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე „ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ხელმძღვანელის, დონალდ ტუსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის როტერდამში, პარტიის ყრილობაზე მიწვევას.
მისი თქმით, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული იყოს.
„თუ რაიმე აუცილებელი და საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული იყოს. გუნდში არანაირი მსჯელობა არ არის, ამ ყველაფერს შესაბამისი უწყება უძღვება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ", - აღნიშნავს კალაძე.