უცნაური პოზიციაა სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობა, თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„თავდებში დადგომა იმისათვის, რომ გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოგონებაა. გარდა ამისა, ვინაიდან პატიმართან გვაქვს საქმე, მე თავს ვიკავებ ხოლმე უადგილო იუმორისგან, მაგრამ თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს. რაკი ამ შემთხვევაში არც ერთი აქვთ, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივის სერიოზულად შესწავლა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი გეგმა შეიმუშავა. ახლა ამბობენ, რომ პატიმარს თავდებში ჩაუდგებიან და ამ გზით, ცდილობენ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას.