ალექსანდრე რაქვიაშვილი: არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარს გვეტყვიან

ალექსანდრე რაქვიაშვილი: არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარს გვეტყვიან

არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარს გვეტყვიან მიუხედავად ბევრი პრობლემისა, რაც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, 90 პროცენტი ევროკავშირის კითხვების ტექნიკური ხასიათის იყო.

„მნიშვნელოვანია, როგორ გავაგრძელებთ ურთიერთობას და რამდენად წარმატებული ვიქნებით იმ რეფორმებში, რომელიც უნდა გავატაროთ. მართლა სერიოზული რეფორმები მოგვიწევს და შემდეგ ნაბიჯს უბრალოდ კითხვარით ვეღარ გადავდგამთ.

თვითონ ევროპელებიც გარკვეულწილად ფორმალისტურად მიუდგნენ ამ საქმეს. მაგალითად, წლებია, რაც თურქეთს მინიჭებული აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ვერ გახდა წევრი, რადგან სერიოზული რეფორმები მოითხოვება. ჩვენც იგივე მოგვიწევს, თუ არ ვიქნებით წარმატებული რეფორმებში, დავრჩებით კანდიდატის სტატუსით და არაფერი შეიცვლება. იმედი მაქვს, რომ ეს ფორსმაჟორიული ვითარება, რაც შეიქმნა, მთავრობისთვის და ზოგადად მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის იქნება კარგი სტიმული, რომ რაღაც სერიოზულ რეფორმებზე მაინც შევთანხმდეთ და ჩავატაროთ“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.