პაატა მანჯგალაძე საკაშვილზე: ფართო ჩართულობით შევქმნათ კონსილიუმი და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე, მივიღოთ გადაწყვეტილებები

პაატა მანჯგალაძე საკაშვილზე: ფართო ჩართულობით შევქმნათ კონსილიუმი და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე, მივიღოთ გადაწყვეტილებები

ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ქრონიკას“ პატიმარ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით ამ მიზნით ექიმთა კონსილიუმი უნდა შეიქმნას.

„მოვეშვათ ამ საკითხზე სპეკულაციას და პირველ რიგში - ხელისუფლება. შევქმნათ ან ავამუშაოთ ის კონსილიუმი, რომელიც წინა ჯანდაცვის მინისტრის პირობებში იყო შექმნილი. შევიყვანოთ მასში სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის წევრები. ასევე, ის უცხოელი ექსპერტი, რომელსაც ოჯახი ითხოვს და ფართო ჩართულობით, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე, მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რამდენიმე მედია საშუალებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, პატიმარი ექსპრეზიდენტი კლინიკაში გადაიყვანეს. აღნიშნული ფაქტი, იუსტიციის მინისტრმა უარყო.