მოცემული მომენტისთვის არც იყო მსჯელობა, არც განიხილება რამდენადაც მაქვს ინფორმაცია პატიმარ სააკაშვილის სადმე გადაყვანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ. მისი თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში, სააკაშვილს სამედიცინო დაწესებულებაში კვლავ გადაიყვანენ.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ამის აუცილებლობა დადგა, როგორც წინა შემთხვევაში გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სხვა კლინიკებში, ამის პრობლემა არ იქნება. მე ვისურვებდი, რომ თითოეული ექიმი, მათ შორის სახალხო დამცველი ნუ იქნება მხარე, მათ უნდა დაიცვან თითოეული პატიმრის უფლებები. მათ შორის, მოუწოდონ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა თუ ამას აქვს ადგილი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.