ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს "აზოვსტალის" ქარხანაში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის დახმარება სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს მარიუპოლის, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის დახმარება სთხოვა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

„იქ დარჩენილთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანია. ვითხოვთ თქვენს დახმარებას მათ გადარჩენაში“, - აღნიშნულია ზელენსკის განცხადებაში.