რაღაც კამპანიის აწევა სცადეს იმ საუბრის შესახებ, რომელიც არც ვიცით, შედგა თუ არა. თან საუბარია რაღაც ლაკონური ინფორმაციის გაცვლაზე, თუ ინფორმაციის გაცვლაც კი არ იყო, ეს კამპანია საპნის ბუშტივით გასკდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს სავარაუდოდ ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოვსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ აღნიშნული რუსი ბიზნესმენი პირდაპირ დაახლოებულია ბაიდენის ოჯახთან.
„მარტივად ჩავარდა და ეს კამპანია საპნის ბუშტივით გასკდა. როცა ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისიც არ ვიცით, ესაუბრა თუ არა, მაგრამ ორი წამი რატომ ესაუბრა რუს ბიზნესმენს, რომელიც ბაიდენის ოჯახთან არის პირდაპირ დაკავშირებული და ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორია, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად უსუსურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებული პიარკამპანიები, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.