უკრაინული მედია: რუსი სამხედროები „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ

უკრაინული მედია: რუსი სამხედროები „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა სამხედროებმა ორდღიანი უწყვეტი შტურმის შემდეგ, „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე შესვლა მოახერხეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა კონფლიქტის გაყინვას არ დათანხმდება, ცეცხლი მაშინ შეწყდება, როცა რუსეთი დიალოგისთვის მზად იქნება.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ რუსეთი დღეს დაკავებულ პოზიციებს შეინარჩუნებს. ომის 70-ე დღეს უკრაინის 40-ზე მეტი სამხედრო ობიექტი, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი დასახლებები ისევ რუსული აგრესიის სამიზნეა.