გადავამოწმე, გამეგო რა თანხას ვაძლევთ ენერგორესურსების მოხმარებით რუსეთს. ომი დაწყებიდან დღემდე ანუ ამ ორ თვეში გადამხდელთა სიაში პირველ ადგილზეა რა თქმა უნდა გერმანია, მეორე იტალია, მესამე თურქეთი და მეოთხე ნიდერლანდებია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა იაკ მადისონმა განაცხადა.
„ევროპელები სამჯერ მეტს ვიხდით ანუ მეტად ვაფინანსებთ წელს, ვიდრე ზუსტად ამ დროს 2021-ში. ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ევრო შედის რუსეთში ევროპიდან. ამ ფულით რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, ხვალ შესაძლოა გამოიყენოს მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.