გიორგი ვოლსკი მიხაილი პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„რეალობა ასეთია - არავინ არის სრულფასოვანი, განსაკუთრებით პოდოლიაკი, რომელიც თავის თავზე ამბობს, რომ კონიუქტურიდან გამომდინარე, ფული იქნება თუ სარგებელი, რომელსაც მიიღებს, ადვილად შეცვლის თავის პოზიციას“, - ამბობს ვოლსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელსაც საქართველოს მმართველ გუნდზე გავლენები აქვს.