პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის" მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება.

Aburjga Tasmanieli ბატონო ირაკლი, ვიცი ნამდვილად იცით მეფე დიმიტრი თავდადებულის შესახებ. პოლონეთში რა გინდა, რისთვის წახვედი მაგ გიენებთან საერთო რა გაქვთ?! პოლონეთი და ოკრაინა მიშა სააკაშვილის სამემკვიდრეო და საუფლისწულოებია! დაანებთ თავი ამ ევროპელ ფილისტერებს, სახლში დაბრუნდით და 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავის აღსანიშნავი ფართემაშტაბიანი საზეიმო ღონისძიებების დაგეგმვას შეუდექით. 9 მაისს კი დილით ადრიანად მოსკოვში ჩაფრინდით და იქ მიიღეთ პარდი ვლადიმერ პუტინთან ერთად! სიტყვას გაძლევთ, 1 კვირაში საქართველოს სეპარატისტული რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში იქნება!
2 წლის უკან