შეერთებული შტატები ორმაგ სტანდარტს ამ შემთხვევაში არ მიმართავდა, თუ მათ არ ჩათვალეს, რომ ადამიანი არ უნდა იყოს სანქცირებულთა სიაში ე.ი. მათ აქვთ ამისთვის საფუძველი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დასავლურ მედიაში რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნესკავშირებზე გავრცელებულ ინფორმაციას.
„იმედი მაქვს, რომ ქართული რადიკალური ოპოზიცია და ჩვენი მეგობრები უკრაინიდან, მაგალითად არახამია არ მოითხოვენ ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების სანქცირებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დასავლური მედია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს.