სალომე სამადაშვილი: თუ ჩაითვალა, რომ ევტუშენკოვის საქმიანობა ხელს უწყობს რუსეთს ომის წარმოებაში, მაშინ არაა გამორიცხული, რომ გაფართოვდეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც მას სანქციებს დაუწესებენ

სალომე სამადაშვილი: თუ ჩაითვალა, რომ ევტუშენკოვის საქმიანობა ხელს უწყობს რუსეთს ომის წარმოებაში, მაშინ არაა გამორიცხული, რომ გაფართოვდეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც მას სანქციებს დაუწესებენ

ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ჩაითვალა, რომ ვლადიმერ ევტუშენკოვის საქმიანობა ხელს უწყობს რუსეთს ომის წარმოებაში, მაშინ არაა გამორიცხული, რომ გაფართოვდეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც მას სანქციებს დაუწესებენ.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ პიროვნებას, ცხადია, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. აქ საუბარია შეფასებაზე - თუ ჩაითვალა, და ზოგიერთი ქვეყნის მიერ უკვე ჩაითვალა, რომ ევტუშენკოვის საქმიანობა ხელს უწყობს რუსეთს ომის წარმოებაში, მაშინ არაა გამორიცხული, რომ გაფართოვდეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც მას სანქციებს დაუწესებენ. ის, რომ ივანიშვილს აქვს კავშირი ასეთ პიროვნებებთან, ჩემი აზრით, არის ძალიან საფუძვლიანი განგაშის მიზეზი ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დასავლური მედია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს.