დასავლური მედია ბაიდენის ადმინისტრაციას ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს

დასავლური მედია ბაიდენის ადმინისტრაციას ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს

დასავლური მედია ბაიდენის ადმინისტრაციას ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს. „რუსი ოლიგარქი, რომელიც ჰანთერ ბაიდენს შეხვდა, სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, მაგრამ არა აშშ-ის მიერ“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა New York Post-ი.

გამოცემის მტკიცებით, ვლადიმერ ევტუშენკოვს ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციები სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის შვილთან, ჰანთერ ბაიდენთან მისი მჭიდრო კავშირის გამო არ შეეხო.

იმავე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას ბრიტანული „დეილი მეილიც“. როგორც გამოცემიდან ირკვევა, ჰანტერ ბაიდენისა და ევტუშენკოვის ნაცნობობა 2012 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ჯო ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო. უმცროსი ბაიდენი და ევტუშენკოვი ერთმანეთს ხვდებოდნენ მოსკოვში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, სადაც უძრავი ქონების ბიზნესის სფეროში თანამშრომლობაზე თანხმდებოდნენ.

2020 წლის 23 სექტემბერს, „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა განაცხადეს, რომ ჰანთერ ბაიდენს საეჭვო გარიგებები ჰქონდა მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინასთანაც, რომელიც ვლადიმერ ევტუშენკოვის ცოლის დაა. 2020 წელს, ბაიდენის კომპანიამ ბატურინასგან ნაღდი ანგარიშსწორებით 3,5 მილიონი დოლარი მიიღო.

რესპუბლიკელი სენატორების მტკიცებით, ჰანტერ ბაიდენი და მისი პარტნიორები ამგვარი გარიგებებით მილიონობით დოლარს გამოიმუშავებდნენ. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო ჩანაწერები ადასტურებს, რომ ვლადიმერ ევტუშენკოვს აშშ-ის სანქციები არ ეხება.

შეგახსენებთ, რომ გასული დღეების განმავლობაში, ცალკეული ქართული მედიასაშუალებები ცდილობდნენ, ბაიდენის ოჯახთან დაახლოებულ ბიზნესმენ, ვლადიმერ ევტუშენკოვთან შესაძლო სატელეფონო საუბარი ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის გამოეყენებინათ.