დმიტრო კულება: რუსეთი ახორციელებს ძლიერ სარაკეტო ტერორს მთელ უკრაინაში, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და არც მსოფლიოს უნდა ეშინოდეს

დმიტრო კულება: რუსეთი ახორციელებს ძლიერ სარაკეტო ტერორს მთელ უკრაინაში, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და არც მსოფლიოს უნდა ეშინოდეს

რუსეთი იბრძვის წინსვლისთვის და საშინელ დანაკარგებს განიცდის. ის ახორციელებს ძლიერ სარაკეტო ტერორს მთელ უკრაინაში, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და არც მსოფლიოს უნდა ეშინოდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს.

ის დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უკრაინას მძიმე შეიარაღება მიაწოდონ.

„მეტი სანქციები რუსეთს. მეტი მძიმე იარაღი უკრაინას. რუსეთის სარაკეტო ტერორიზმი უნდა დაისაჯოს,“- წერს კულება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსულმა ძალებმა მხოლოდ გუშინ საღამოს უკრაინის წინააღდეგ 20-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს.