გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა სჭირდება სააკაშვილს ისეთი, რომელიც აქ არ მიეწოდება სამედიცინო მომსახურების სახით

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა სჭირდება სააკაშვილს ისეთი, რომელიც აქ არ მიეწოდება სამედიცინო მომსახურების სახით

კარგი იქნებოდა, თუ პატიმარ სააკაშვილის ოჯახის წევრები იმ ადამიანების ოჯახის წევრებთან ერთად ჩაატარებდნენ ბრიფინგს, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან ან დაზარალებულები არიან,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„კარგი იქნებოდა თუ პატიმარ სააკაშვილის ოჯახის წევრები იმ ადამიანების ოჯახის წევრებთან ერთად ჩაატარებდნენ ბრიფინგს, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან ან დაზარალებულები არიან ქონებრივად, მორალურად, თუ ფიზიკურად. კონკრეტიკა ჩვენ მაშინაც ვერ მოვისმინეთ და ახლაც ვერ ვისმენთ, რა სჭირდება სააკაშვილს ისეთი, რომელიც აქ არ მიეწოდება სამედიცინო მომსახურების სახით“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.