„ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აქციებს აანონსებენ. მათ პატიმრისთვის სასჯელის გადავადება და საზღვარგარეთ მკურნალობა სურთ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განაცხადებით, ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის მობილიზება, ძალიან მძაფრი ქუჩის აქციები და ყველა ბერკეტი, რამაც შეიძლება გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.
„ყველა ღონე უნდა იხმაროს მთელმა საზოგადოებამ, მთელმა ქვეყანამ, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა. ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, დიპლომატიური კორპუსის მობილიზება, ასევე ძალიან მძაფრი ქუჩის აქციები და ყველა ბერკეტი, რამაც შეიძლება გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.