სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა მოიხადოს სასჯელი, ვფიქრობ, არ არსებობს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ მან მოიხადოს სასჯელი, მე ვფიქრობ არ არსებობს. ეს უნდა გაიგონ მისმა გულშემატკივრებმა, თანაპარტიელებმა, იმ ადამიანებმა, რომლებსაც უნდათ სააკაშვილის დახსნით როგორმე ქვეყნის სათავეებთან ეძებონ მოკლე გზა, რაც ვფიქრობ, რომ ვერასგზით ვერ განხორციელდება“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.